ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია საცალო და მცირე/საშუალო ბიზნესის ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზზე. ჩვენ ვმუშაობთ ფასდადებასა და მომგებიანობაზე, ვამზადებთ სტრატეგიებსა და ბიუჯეტებს, ვმართავთ ფილიალების ქსელის გეგმებს და ვაანალიზებთ ბაზარსა თუ კონკურენტებს. ჩვენი მიზანია ბანკის სეგმენტების ზრდა და ეფექტურობის გაუმჯობესება. შენ, როგორც სტაჟიორი : დაგვეხმარები ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზში; ჩაერთვები სეგმენტური ფინანსების მართვაში: ფასდადება, მომგებიანობის ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება; პროდუქტების შემოსავლიანობის, ხარჯებისა და სამოტივაციო სისტემების (Retail, Call, MSME) დეტალური ანალიზი; იმუშავებ ფილიალების ქსელის გეგმებსა და ფრონტის სამოტივაციო/საბონუსე სისტემაზე; მოამზადებ ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის რეპორტებს, ჩაერთვები აქცია-კამპანიების დაგეგმვასა და აღრიცხვაში. ეს სტაჟირება შენთვისაა, თუ: ხარ ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული; ხარ დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული, არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების, ამასთანავე გიყვარს ინიციატივების აღება; გხიბლავს პროცესების გაანალიზება და ავტომატიზაციის გზების მოძიება; ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე; ფლობ MS Office პროგრამებს (MS Excel/Word/PowerPoint) მაღალ დონეზე ; გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა. თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
სტაჟიორი - სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდი, საოპერაციო მიმართულება
TBCBANK
დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე
TBCBANK
Entry Level Theme Park Travel Assistant
Careers In Travel | Destination Planners
Associate Director of Philanthropy
Tnc
Metteur au point en outillage et étampage (H/F)
Expleo Jobs Ch En
Associate Director of Philanthropy
Nature