ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს საბარათე რისკების იდენტიფიცირებას, მონიტორინგსა და მართვას. გუნდი აკვირდება საბარათე ოპერაციებსა და პროცესებს, აფასებს შესაძლო რისკებს და ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს ლოკალური კანონმდებლობისა და საერთაშორისო საგადახდო სისტემების რეგულაციების შესაბამისად. შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები ისეთ პროცესებში, როგორიცაა: ფროდ-მონიტორინგის, ბარათით გადახდებთან დაკავშირებული რისკების და საბარათე სქემების ძირითადი წესებისა და პრინციპების გაცნობა; ელექტრონული კომერციის მერჩანტების (ბიზნესების, რომლებიც მომხმარებლებისგან ონლაინ გადახდებს იღებენ) ვებ-გვერდებისა და საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი; მერჩანტების რეგულაციური მოთხოვნების გადამოწმება და რეზერვების მართვა; საეჭვო და თაღლითური მერჩანტების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეპორტინგი; საერთაშორისო საგადახდო სისტემების (Visa/Mastercard) პლატფორმებზე საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ატვირთვა; ფროდ-მონიტორინგის სისტემის მიერ შეჩერებული ტრანზაქციების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: ხარ ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული; ხარ დინამიური და გსურს ასეთივე გარემოში მუშაობა; ხარ დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული, არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების, ამასთანავე გიყვარს ინიციატივების აღება; ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე; ფლობ MS Office პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint); გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა. თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Senior CRA
Icon
Ad Creative Producer
Ruby Labs
UI/UX Designer
Digitale LLC
Mid DevOps Engineer
Playnetic
Product Manager, Peer-to-Peer Events
Fundraise Up
დისტანციური გაყიდვების მენეჯერი/არაუზრუნველყოფილი სესხები
TBCBANK