Relomote
Remote JobsRelocation Jobs
Add companySaved
Relomote

Relomote is a job board for remote, hybrid, and relocation jobs — every listing AI-classified for the countries it actually hires from, or the visa and relocation support it offers.

LinkedInCrunchbase

Remote jobs by category

  • Remote Engineering & Development jobs
  • Remote Customer Support jobs
  • Remote Design jobs
  • Remote Marketing jobs
  • Remote Sales jobs
  • Remote Product jobs
  • Remote Data & Analytics jobs
  • Remote People & Talent jobs
  • Remote Writing & Content Creation jobs
  • Remote Finance jobs
  • Remote Legal & Compliance jobs
  • Remote Operations & Admin jobs
  • Remote Data Entry jobs
  • Remote Virtual Assistant jobs
  • Remote Education & Training jobs
  • Remote Healthcare & Nursing jobs
  • Remote Other jobs

Remote jobs by location

  • Work from anywhere jobs
  • Remote jobs in Africa
  • Remote jobs in Asia
  • Remote jobs in Europe
  • Remote jobs in Latin America
  • Remote jobs in Middle East
  • Remote jobs in North America
  • Remote jobs in Oceania
  • All remote jobs →

Relocation & visa sponsorship

  • Visa sponsorship jobs
  • Relocation package jobs
  • Relocate to Europe
  • Relocate to Germany
  • Relocate to Netherlands
  • Relocate to Spain
  • Relocate to Portugal
  • Relocate to Greece
  • Relocate to United Kingdom
  • Relocate to Canada
  • Relocate to Australia
  • Relocate to Sweden
  • Relocate to Switzerland
  • Relocate to Japan
  • Relocate to United Arab Emirates
  • All relocation jobs →

© 2026 RelomoteAboutPrivacyTermsLogos provided by Logo.dev

Contact mahmoud@relomote.com · Built by Mahmoud

Relomote
Remote JobsRelocation Jobs
Add companySaved
TBCBANK logo

მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება

TBCBANK
Posted 4 hours ago
🇬🇪Georgia🏢Hybrid📁Other
Is this job info correct?

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგში, ვეძებთ - მიმართულების ლიდერს! პოზიციის მიზანია პარტნიორ მერჩანტებზე დაფუძნებული მომხმარებლის ღირებულებითი შეთავაზების (customer value proposition) დიზაინი, განვითარება და მართვა . ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები: ღირებულებითი შეთავაზების დიზაინი და არქიტექტურა მომხმარებელთა სეგმენტების მიხედვით მერჩანტებზე დაფუძნებული ღირებულებითი შეთავაზების დიზაინი და მისი განვითარების გზამკვლევის შემუშავება. სარგებლების არქიტექტურის აგება: მუდმივი ფასდაკლებები, კატეგორიული ქეშბექი, პარტნიორული პრივილეგიები, co-branded შეთავაზებები, განვადებისა და საკომისიო სარგებლის მექანიკები. შეთავაზების პოზიციონირება და დიფერენციაცია შეთავაზების ეკონომიკის მართვა: სარგებლის თვითღირებულების შედარება მოსალოდნელ შემოსავალთან (ბრუნვა, საკომისიო შემოსავალი, აქტიურობა, შენარჩუნება). შეთავაზების ჰარმონიზაცია სხვა პროდუქტებთან და ლოიალობის პროგრამასთან, დუბლირებისა და კანიბალიზაციის თავიდან აცილებით. პარტნიორული ეკოსისტემის მართვა სტრატეგიული პარტნიორი მერჩანტების შერჩევა ისე, რომ დაფარულ იქნას მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ხარჯვის ყველა ძირითადი კატეგორია. გრძელვადიანი, სტრუქტურული პარტნიორობების აგება ერთჯერადი აქციების ნაცვლად; ექსკლუზიური სარგებლების მოლაპარაკება. co-branded და co-marketing ინიციატივების ინიცირება და მართვა. პარტნიორული პორტფელის დაფარვის რეგულარული ანალიზი — სად აქვს შეთავაზებას ხარვეზი და რომელი კატეგორია საჭიროებს გაძლიერებას. მომხმარებლის კვლევა სამომხმარებლო კვლევის (რაოდენობრივი და თვისებრივი) ინიცირება სარგებლების პრიორიტეტების დასადგენად. კონკურენტების ღირებულებითი შეთავაზებების სისტემატური ბენჩმარკინგი და უპირატესობის წყაროების იდენტიფიცირება. სარგებლის აღქმის ტესტირება დანერგვამდე; შედეგების ასახვა საბოლოო დიზაინში. შეთავაზების სასიცოცხლო ციკლის მართვა შეთავაზების დანერგვის სრული ციკლის მართვა: კონცეფცია → ბიზნეს-ქეისი → შეთანხმება → დანერგვა → კომუნიკაცია → შედეგის შეფასება. სარგებლების გამოყენების რეგულარული ანალიზი; დაბალეფექტიანი ან ეკონომიკურად გაუმართლებელი სარგებლის გადახედვა ან გაუქმება. შეთავაზების პირობების (T&C), მომხმარებელთან კომუნიკაციისა და არხებში ასახვის სისწორის უზრუნველყოფა. დიჯითალურ, მარკეტინგის, CVM და ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია დანერგვის ვადებისა და ხარისხის დასაცავად. ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართულობა ლოიალობისა და შეთავაზებების პლატფორმაზე სარგებლის მექანიკის აწყობა — წესების, პირობებისა და დარიცხვის ლოგიკის განსაზღვრა ტექნიკურად კონფიგურირებად ფორმატში. ბიზნეს-მოთხოვნების ფორმულირება და დოკუმენტირება ტექნიკური და პლატფორმის გუნდებისთვის, მოთხოვნის მიზნისა და მოსალოდნელი შედეგის მკაფიო აღწერით. პლატფორმის მიმდინარე შესაძლებლობებისა და შეზღუდვების ცოდნა და შეთავაზების დიზაინის მათთან შესაბამისობაში მოყვანა — რა მიიღწევა არსებული კონფიგურაციით და რა საჭიროებს დამატებით განვითარებას. ტექნიკურ და პლატფორმის გუნდებთან ერთად განვითარების ბექლოგის პრიორიტეტიზაცია და დანერგვის ეტაპების დაგეგმვა. ვენდორული გადაწყვეტების (ლოიალობის პლატფორმა, კამპანიის მართვის ინსტრუმენტები) ბიზნეს-მხარის მართვა და მომწოდებელთან კომუნიკაცია. გუნდის მართვა გუნდის დაკომპლექტება, ადაპტაცია, მიზნების დასახვა, შეფასება და განვითარება. სამუშაოს განაწილება სეგმენტებზე/კატეგორიებზე; ჩანაცვლებადობისა და ცოდნის გაზიარების უზრუნველყოფა. გუნდის ჩართულობის, თანამშრომლობისა და შედეგზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბება. რისკი, შესაბამისობა და პროცესი შეთავაზებების შესაბამისობის უზრუნველყოფა მარეგულირებელ მოთხოვნებთან, საგადახდო სისტემების წესებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან. საოპერაციო რისკების მინიმიზაცია: სარგებლის დარიცხვა-ანგარიშსწორება, პარტნიორთან ვალდებულებების აღრიცხვა, მომხმარებელთან კომუნიკაციის სიზუსტე. პროცესების დოკუმენტირება და მუდმივი გაუმჯობესება. მინიმუმ 4–5 წლიანი გამოცდილება პროდუქტის ან შეთავაზების განვითარებაში, საბარათე ბიზნესში, ლოიალობაში, CVM-ში ან პარტნიორობების მიმართულებით. მინიმუმ 2 წლიანი გუნდის მართვის ან გამოკვეთილი ლიდერული როლის გამოცდილება. მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზების დიზაინისა და დანერგვის გამოცდილება. კომერციული მოლაპარაკებებისა და პარტნიორობის მართვის გამოცდილება. ცოდნა და უნარები მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარი; ბიზნეს-ქეისის აგების უნარი. ლოიალობისა და კამპანიის მართვის პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა; ბიზნეს-მოთხოვნების ფორმულირებისა და დოკუმენტირების უნარი; პრიორიტეტიზაციისა და პარალელური ინიციატივების მართვის უნარი. ეფექტიანი კომუნიკაცია და გავლენის მოხდენა კროს-ფუნქციურ გარემოში. ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა. თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Similar jobs

Similar jobs

TBCBANK logo

სერვის ექსპერტი - საბარათე ტრანზაქციების გუნდი

TBCBANK

🇬🇪Georgia4 hours ago
TBCBANK logo

დისტანციური მომსახურების მენეჯერი - დღის ცვლა

TBCBANK

🇬🇪Georgia4 hours ago
Snai logo

Team Lead

Snai

🇬🇪Georgia2 days ago
FU

Tech Lead (Billing Team)

FunnelFox

🌍Armenia, Georgia, Serbia, Spain, Turkey13 hours ago
FU

Fullstack Engineer (Python)

FunnelFox

🌍Armenia, Georgia, Poland, Serbia, Spain, Turkey13 hours ago
Homedepot logo

Manager, Org Development

Homedepot

🌍Georgia, United States22 hours ago