TBCBANK logo

მარკეტინგის დირექტორის თანაშემწე

TBCBANK
Posted 4 hours ago
GeorgiaHybridMarketing
Is this job info correct?

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

პოზიციის მიზანი

Executive Assistant-ის როლი გულისხმობს მარკეტინგის დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის, დროისა და პრიორიტეტების დამოუკიდებელ მართვას. პოზიციის მთავარი მიზანია მარკეტინგის დირექტორის დროის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, შეხვედრების მაღალი ხარისხით ორგანიზება და მისი სახელით პროფესიონალური წერილობითი კომუნიკაციის მომზადება.

ძირითადი პასუხისმგებლობები

კალენდრისა და დროის მართვა

  • დირექტორის კალენდრის სრულყოფილი (end-to-end) მართვა და დროის ეფექტიანი განაწილება.
  • შეხვედრებისა და ვალდებულებების პრიორიტეტიზაცია მათი სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
  • ხელმძღვანელობის შეხვედრების, საბჭოს ციკლების, მივლინებებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების წინასწარი დაგეგმვა და პროგნოზირება.

შეხვედრების დამოუკიდებელი მართვა და მომზადება

  • დირექტორისთვის შეხვედრების პრიორიტეტის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება მათი ჩატარების, გადადების, დელეგირების ან უარყოფის შესახებ.
  • შეხვედრების ორგანიზება და საჭირო მოსამზადებელი მასალების განსაზღვრა, შეგროვება და კოორდინაცია.
  • დირექტორის უზრუნველყოფა სრული და რელევანტური ინფორმაციით თითოეული შეხვედრის წინ.
  • საკითხების ესკალაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება სცდება განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
  • მონაწილეთა მზადყოფნის, დღის წესრიგისა და წინასწარი მასალების შეფასება.
  • საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების გადადების ან ფორმატის ცვლილების ინიციირება.

მარკეტინგის დირექტორის მიმოწერა და საკომუნიკაციო მასალები

  • დირექტორის წერილების, გამოსვლების, პრეზენტაციებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება, რედაქტირება და საბოლოო ფორმატირება.
  • კომუნიკაციის სიზუსტის, სწორი ტონისა და ორგანიზაციის სტრატეგიულ მესიჯებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • კონფიდენციალური და სენსიტიური ინფორმაციის უსაფრთხო მართვა.

დამატებითი ძირითადი მოვალეობები

  • მგზავრობის, ლოგისტიკისა და ხარჯების ეფექტური და რაციონალური მართვა.
  • დირექტორის შეხვედრებიდან გამომდინარე დავალებების კოორდინაცია, მონიტორინგი და შესრულების კონტროლი.
  • დირექტორის და მისი სტრატეგიული ოფისის შიდა/გარე დაინტერესებულ მხარეებს შორის პირველი პროფესიული საკონტაქტო რგოლის ფუნქციის შესრულება.
  • დირექტორის მონაწილეობით შეხვედრების, აღმასრულებელი კომიტეტისა და მენეჯმენტის შეხვედრებისთვის დოკუმენტაციის მომზადება და ორგანიზება.

  • C-დონის (ტოპ) მენეჯერების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოცდილება, სასურველია საბანკო, ფინანსური სერვისების ან მსგავსი კომპლექსურობის მქონე გარემოში.
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა (წერილობითი და ზეპირი); ორივე ენაზე ბიზნეს-წერის უნარები სავალდებულოა.
  • კალენდრის, ელფოსტისა და ციფრული ინსტრუმენტების (Outlook, Google Workspace და ა.შ.) მაღალ დონეზე ფლობა.

კომპეტენციები

  • ობიექტური შეფასება და ავტონომიურობა - გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მინიმალური მითითებებით და იმის ცოდნა, თუ როდის არის საჭირო საკითხის ესკალაცია.
  • ბიზნეს ხედვა (Business acumen) - ორგანიზაციის სტრატეგიის ღრმა გააზრება მარკეტინგის დირექტორის დროის სწორად პრიორიტეტიზაციისა და შეხვედრების მნიშვნელობის შესაფასებლად.
  • დისკრეცია და კეთილსინდისიერება - მკაცრად კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი და აბსოლუტური სანდოობა.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Similar jobs