Talkpal logo

იურისტი

Hiring from
Georgia
Work type
Remote
Posted

619,904 remote jobs, straight from company career pages

100% free · New jobs every minute

Show job description

About Us

Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.

Job Description

Talkpal-ის გუნდში ვეძებთ იურისტს, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად იმუშავებს და დაგვეხმარება კომპანიის სამართლებრივი საკითხების მართვაში.

შენი ძირითადი სამუშაო:
  • კომპანიის ბიზნესსაქმიანობის სამართლებრივი ასპექტების ანალიზი
  • ციფრულ სერვისებთან დაკავშირებული რეგულაციების მოძიება, ანალიზი და კომპანიის საქმიანობაში მათი იმპლემენტაცია
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნებთან კომპანიის საქმიანობის თავსებადობის კონტროლი;
  • საერთაშორისო კანონმდებლობისა და რეგულაციების კვლევა და ანალიზი, განსაკუთრებით ევროკავშირისა და აშშ-ის სამართლებრივი ჩარჩოების მიმართულებით
  • კომპანიის სხვადასხვა გუნდის, მათ შორის მარკეტინგის, ფინანსების, ბიზნეს ურთიერთობებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის, სამართლებრივი კონსულტირება და მხარდაჭერა
  • ხელშეკრულებების შედგენა, სამართლებრივი შემოწმება და საჭიროებისამებრ მათი მოდიფიცირება
  • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, გადახედვა, განახლება და სისტემატიზაცია
  • კომპანიის ზოგადი პირობების, მზა ჩანაწერების და სხვა საჯარო ინფორმაციის ტექსტების საჭიროების შემთხვევაში გადამუშავება და გაუმჯობესება.

შენ მოგაქვს:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • საერთაშორისო კომპანიასთან ან საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ციფრული პროდუქტებისა და სერვისების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის რეგულაციების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა C1/C2 დონეზე
  • AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და მათი გამოყენების უნარი სამართლებრივი კვლევისა და ყოველდღიური სამუშაო პროცესების გასაუმჯობესებლად.

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

  • გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
  • გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
  • მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი

დამატებითი ინფორმაცია:

  • ადგილმდებარეობა: Remote
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
  • ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc. ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.




Similar jobs

Apply for this job100% free