TBCBANK logo

ოპერაციული მენეჯერი - ფონდი „თიბისი თიბისელებისათვის“

Hiring from
Georgia
Work type
Hybrid
Posted

624,317 remote jobs, straight from company career pages

100% free · New jobs every minute

Show job description

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

პოზიციის მიზანი

ოპერაციული მმართველის ძირითადი მიზანია ფონდის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი მართვა, სტრატეგიული მიზნების განხორციელების უზრუნველყოფა, ოპერაციული პროცესების გამართულობისა და ეფექტიანობის ზრდა, ასევე ფონდის რესურსების მიზნობრივი და პასუხისმგებლიანი გამოყენება.

პოზიცია უზრუნველყოფს ფონდის საქმიანობის ორგანიზებას, პროცესების განვითარებას, შესაბამისი შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვასა და ფონდის ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი, დროული და გამჭვირვალე მომსახურების მიწოდებას.

1. ოპერაციული საქმიანობის მართვა

  • ფონდის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • ფონდის სტრატეგიული მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ოპერაციული პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • საქმიანობის უწყვეტობისა და პროცესების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ოპერაციული პროცესების პერიოდული შეფასება და მათი გაუმჯობესების ინიციირება.

2. ბენეფიციარებთან ურთიერთობა და მომსახურების მართვა

  • ფონდის ბენეფიციარებთან ურთიერთობის პროცესების ორგანიზება და განვითარება;
  • დახმარების/მხარდაჭერის მოთხოვნების მიღების, განხილვისა და დამუშავების პროცესის ეფექტიანად მართვა;
  • ბენეფიციარებისთვის დროული, სამართლიანი და თანმიმდევრული მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ბენეფიციართა საჭიროებებისა და უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება;
  • ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.

3. ფინანსური და ადმინისტრაციული მართვა

  • ფონდის საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
  • ფონდის ფინანსური რესურსების ეფექტიანი და მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;
  • ხარჯების მონიტორინგი და ფინანსური ანგარიშგების პროცესის ორგანიზება;
  • ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • ფინანსური და საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვა.

4. პროცესების განვითარება და ეფექტიანობა

  • ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი შიდა პროცედურებისა და სამუშაო პროცესების შემუშავება და განვითარება;
  • პროცესების სტანდარტიზაცია და შესაძლებლობის შემთხვევაში ავტომატიზაცია;
  • ოპერაციული ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPIs) განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • პროცესებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორების ღონისძიებების დაგეგმვა;
  • მომსახურების ხარისხისა და ოპერაციული ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება.

5. მმართველობა, ანგარიშგება და კონტროლი

  • ფონდის საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • ფონდის შიდა პოლიტიკებთან, პროცედურებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციული და რეპუტაციული რისკების მართვაში მონაწილეობა;
  • შიდა და გარე აუდიტის პროცესებში თანამშრომლობა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვა.

6. დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა

  • თიბისის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან და მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა;
  • ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ოპერაციული ან ადმინისტრაციული მართვის მიმართულებით მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • გუნდებისა და მრავალფუნქციური პროცესების მართვის გამოცდილება;
  • ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და ანგარიშგების პრინციპების ცოდნა;
  • პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის ზრდის გამოცდილება;
  • პროექტების მართვისა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის უნარი.
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ოპერაციული ან ადმინისტრაციული მართვის მიმართულებით მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • გუნდებისა და მრავალფუნქციური პროცესების მართვის გამოცდილება;
  • ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და ანგარიშგების პრინციპების ცოდნა;
  • პროცესების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის ზრდის გამოცდილება;
  • პროექტების მართვისა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის უნარი.
  • სტრატეგიული და სისტემური აზროვნება;
  • შედეგზე და ეფექტიანობაზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება;
  • ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • ცვლილებების მართვისა და პროცესების განვითარების უნარი;
  • კონფიდენციალურობისა და ეთიკური პრინციპების დაცვა.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Similar jobs

Apply for this job100% free