- Hiring from
- Georgia
- Work type
- Remote
- Posted
617,880 remote jobs, straight from company career pages
100% free · New jobs every minute
Show job descriptionHide job description
About Us
Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.
Job Description
Talkpal-ის პროდუქტების (iOS, Android, Web, Business) CRM, Email და Affiliate მარკეტინგის განვითარებისთვის ვეძებთ Affiliate/CRM მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც დისტანციურად იმუშავებს Lifecycle კომუნიკაციებსა და Affiliate პროგრამის მართვაზე.
შენი ძირითადი სამუშაო:
- Email მარკეტინგული კამპანიების შექმნა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
- Push შეტყობინებებისა და In-App კომუნიკაციების დაგეგმვა და გაშვება;
- მომხმარებელთა სეგმენტაცია და პერსონალიზებული კომუნიკაციების აწყობა;
- A/B ტესტირება და შედეგების ანალიზი;
- Affiliate პროგრამის მართვა საერთაშორისო ბაზარზე: ახალი პარტნიორების მოძიება, სტანდარტული პირობებით კომპანიის Affiliate პლატფორმაზე მათი რეგისტრაცია (Onboarding), მხარდაჭერა და შედეგების მონიტორინგი;
- CRM და Performance არხებში ზრდის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
- რეპორტინგი, დეშბორდების (Dashboards) აწყობა და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;
- პროდუქტისა და მარკეტინგის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა კამპანიების დაგეგმვისა და სინქრონიზაციის მიზნით.
შენ მოგაქვს:
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება CRM, Lifecycle, ან Growth Marketing-ის მიმართულებით
- Affiliate მარკეტინგული არხების მართვისა და მასშტაბირების პრაქტიკული გამოცდილება
- CRM პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
- Push შეტყობინებებთან მუშაობის გამოცდილება
- პროდუქტისა და მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის მაღალ (C1/C2) დონეზე ფლობა
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
- გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
- მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი
დამატებითი ინფორმაცია:
- ადგილმდებარეობა: Remote
- დასაქმების ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc. ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით.
