- Hiring from
- Georgia
- Work type
- Hybrid
- Posted
614,867 remote jobs, straight from company career pages
100% free · New jobs every minute
Show job descriptionHide job description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
- კლიენტებისა და კლიენტური ჯგუფების მომგებიანობის მონიტორინგი, ანალიზიდაშესაბამისირეკომენდაციებისმომზადება;
- კლიენტური ბაზის ანალიზი — აქტივობა, Monthly Active Users, მოზიდვა, გადინება, retention, cross-sell და სხვა ძირითადიმაჩვენებლები;
- ახალი ინიციატივების, შეთავაზებებისა და კამპანიების ფინანსურიეფექტიანობისშეფასება — business case, unit economics, breakeven და ROI;
- ფინანსური და კომერციული Target-ების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა და მათი შესრულებისმონიტორინგი;
- დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება და მათზე დაფუძნებული ანალიტიკური ხედვებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- რთული ანალიზის მარტივ, სტრუქტურულ და გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულ ფორმატში წარმოდგენა;
- ანალიტიკური პროცესების გაუმჯობესება და ავტომატიზაცია.
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- ფინანსური და კომერციული მონაცემების გააზრების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისუნარი;
- კომპლექსური საკითხების მარტივად და სტრუქტურულად კომუნიკაციის უნარი;
- პროაქტიული მიდგომა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების სურვილი;
- ცვლილებებთან სწრაფად ადაპტირების უნარი.
აუცილებელი ტექნიკური უნარები:
- Power BI და SQL;
- Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
- დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
სასურველი უნარები:
- ფინანსური ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, სასურველია საბანკოანფინანსურსექტორში;
- ფინანსური მოდელირებისა და business case-ის მომზადების გამოცდილება.
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
